რატომ გამოვდივართ და ვეწინააღმდეგებით ლგბტ აქციებს?

რატომ გამოვდივართ და ვეწინააღმდეგებით ლგბტ აქციებს?

ამ საკითხს რომ ვუპასუხოთ, პირველ რიგში, ვთქვათ, რა ცოდვაა მამათმავლობა, ლესბოსელობა და სხვა დანარჩენი ლგბტ.

მამათმავლობა არის სასიკვდილო ცოდვა, რომელიც გარდა მარადიული წამებისა, აქვე, დედამიწაზე, ისჯება ღვთისგან. ქალაქები – სოდომი და გომორი, რომლებიც ამ ცოდვაში იმყოფებოდნენ, ღმერთმა ზეციური ცეცხლით დაწვა და ყველა იქ მცხოვრებნი მოკლა.

არიან მამათმავლები, რომლებსაც ამ ცოდვის რცხვენიათ და მალავენ. არიან ადამიანები, რომლებსაც მოსვლიათ ერთეული შემთხვევა, ან სიმთვრალეში, ან სიჭაბუკის უმეცრებით, რომლებიც ნანობენ ამ ერთეულ შემთხვევებს და სძაგთ ეს ცოდვა.

ახლა, რამდენიმე წელია, გამოჩნდნენ მამათმავლები, რომლებსაც არა მარტო არ რცხვენიათ ამ ცოდვის, არამედ უსირცხვილოდ ცდილობენ ამ ცოდვის ქადაგებას, გავრცელებას, ყველანაირად ცდილობენ ახალგაზრდებს და ბავშვებსაც კი ასწავლონ ეს ცოდვა. უკვე დაბეჭდილია სასკოლო წიგნები, სადაც ბავშვებს ესაუბრებიან ამ ცოდვაზე და ამისკენ მოუწოდებენ მათ.

გარდა ამისა, მამათმავლები ცდილობენ საქართველოშიც, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩაატარონ გეი-აღლუმები, “საზეიმო მსვლელობები” და თავიანთი სასიკვდილო, სამარცხვინო ცოდვა უსირცხვილოდ ყველას წინაშე იქადაგონ.

ჩვენ გვინდა დავიცვათ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ამ უსჯულოებისაგან.

ჩვენ გვინდა დავიცვათ საქართველო ღვთის რისხვიგან, რომელიც ამ ცოდვას მოსდევს.

სანამ ეს ჰომოსექსუალების გამოსვლები დაიწყებოდა, მამათმავლებს არავინ არ აწუხებდა, არავინ სახლში არ უვარდებოდა, არავითარი დაპირისპირება არ იყო. ყველაფერი დაიწყო მათი საქვეყნო გამოსვლების შემდეგ.

მღვდელმონაზონი ბასილი ანთაძე

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial