საპროტესტო მიმართვა სიწმინდეების პრეზერვატივზე გამოსახვასთან დაკავშირებით

საპროტესტო მიმართვა სიწმინდეების პრეზერვატივზე გამოსახვასთან დაკავშირებით

ძვირფასო საზოგადოებავ, თანამოქალაქენო,

ყველას მოგეხსენებათ, აგერ უკვე რამდენიმე კვირაა, რაც გახმაურდა აღმაშფოთებელი ფაქტი, რომ ქსელში გასაყიდად გამოტანილ პრეზერვატივების პროდუქციაზე გამოსახულია, როგორც ეროვნული ღირსების, ასევე რელიგიური შინაარსის შეურაცხმყოფელი სიმბოლოები. მათ შორის “ქართლის დედის”, წმ. თამარ მეფის და ასევე, ხსენებაც რომ არ შეიძლება, საეკლესიო სიწმინდეების ისეთი სხვადასხვა შეურაცხყოფა.

რა თქმა უნდა ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებაში ყოველთვის იარსებებს ანომალიური მოქმედებები, იარსებებენ როგორც სატანისტები, ასევე უაღრესი გახრწნილების აპოლოგეტნიც და ა.შ, მაგრამ აქ საქმე სხვაგვარად არის:

ერთია, რომ ასეთი ხალხი არსებობენ და იარსებებენ და მეორეა, რომ მთავრობა არ აღკვეთს და არ უშლის ხელს მათ ქმედებებს.

აგერ უკვე რამდენი ხანი გავიდა ამ უბინძურესი ინფორმაციის გავრცელების შემდგომ, საპატრიარქომაც გააკეთა  განცხადება, საჩივარიც შეიტანეს  სხვადასხვა ორგანიზაციებმა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურში, რომელიც ვალდებულია ეს პროდუქცია ამოიღოს, მაგრამ პასუხი არ ჩანს…

გვინდა დავსვათ ერთი რიტორიკული შეკითხვა:

საინტერესოა, ამ პრეზერვატივებზე ხელისუფლების წარმომადგენლების, მინისტრების, პარლამენტარების, პოლიციელების დედები, მეუღლეები ან შვილები რომ იყვნენ გამოსახულნი, მაშინაც გაუკეთებდნენ ამ ფაქტს კვირების განმავლობაში იგნორირებას?!

ვთხოვთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, საპატრიარქოს, ეპისკოპოსებს, სულიერ მოძღვრებს მოუწოდონ მთავრობას, კვირიკაშვილს, კალაძეს… რათა დაუყონებლივ ამოიღონ და გაანადგურონ ეს პროდუქცია!

ამ ბილწი პროდუქციის გამომშვებმა დაანაონსა, რომ აპირებს ახალი პროდუქციის გამოშვებას სააღდგომო თემატიკით. ანუ, აპირებენ სხვადასხვა აღმაშფოთებელი და მკრეხელური ტექსტების დაწერას და აგრეთვე სააღდგომო სიმბოლიკის დატანას პრეზერვატივებზე.

მოგიწოდებთ, არავითარ შემთხვევაში არ გავატაროთ ეს უმსგავსობა და ისე არ მოხდეს, რომ ქრისტეს აღდგომის დღეს როცა ვიტყვით “ქრისტე აღდგაო”, ჩვენი თავების შეგვრცხვეს!

გურამ ფალავანდიშვილი
(“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე) 

ნიკოლოზ დუმბაძე
(არასამთავრობო ორგანიზაცია ზნეობის” თავმჯდომარე)

დიმიტრი ლორთქიფანიძე
(უფლებადამცველი)

(ხელმოწერები გრძელდება)

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial