“ეს კანონი მართლმადიდებლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული” – სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

“ეს კანონი მართლმადიდებლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული” – სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

“…ახლა რომ კანონპროექტს ამზადებენ რელიგიური შეურაცხყოფის შესახებ, ვფიქრობ ეს კანონი მართლმადიდებლების წინააღმდეგ იქნება პირველ რიგში გამოყენებული. იმიტომ რომ როგორც ვხედავთ არამართლმადიდებლებს არავინ პასუხსაც არ მოთხოვს, ხოლო მართლმადიდებელს აღმსარებლობისთვის რომ ყველა სხვა, ანუ არამართლმადიდებელი რელიგია ცრუა და შესაბამისად ეშმაკისაა, აი ამ აღმსარებლობისთვის ყველა ერეტიკოსი ერთხმად გვიჩივლებს შეურაცხყოფას გვაყენებენო და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ. ვფიქრობთ ეს იქნება ოფიციალური დევნის გამოცხადება მართლმადიდებლებზე, ჩვენს აღმსარებლობაზე. ეს იქნება ეკუმენიზმის ძალადობრივი თავსმოხვევა ერზე. გაუძლებს კი ჩვენი ერი ასეთ საცდურს და გამოცდას?

ისეთი კანონი უნდა იქნეს მიღებული რომელიც ჩვენს სიწმიდეებს დაიცავს და ჩვენს აღმსარებლობას. რომელიც ჩვენს აღმსარებლობას საფრთხეს არ შეუქმნის.”

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial