მეუფე შიო – “აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი”

მეუფე შიო – “აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი”

8 მარტს საპატრიარქოში ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ საქართველოში და ზოგადად თანამედროვე სამყაროში არსებულ აბორტების საშინელ პრობლემაზე ისაუბრა”

“ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არც ერთი ე.წ მებრძოლი ამის წინააღმდეგ (რაც რა თქმა უნდა, ცუდია და აგრესია ცუდია), არავინ ამბობს, რომ აბორტი აგრესიაა.

აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე ვლაპარაკობთ, როდესაც წელიწადში 40 000 ბავშვი იკვლება მარტო ჩვენ მიერ, ეს არაოფიციალურად. თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე.

სულიერად რომ შევხედოთ, ღმერთი არასდოდეს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი. სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერიც არ გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ, ათობით და ასობით ათასს და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას.

ესე იგი ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ იმის უფლებას, რომ ბავშვი დაიბადოს, არ მოიკლას. ამაზე ხმას არავინ იღებს, არა?!

რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და კითხვა იბადება, ვის აწყობს ეს? იქ რაღაც ფული კეთდება, როგორც ჩანს, და დიდი პარადიგმაა, მსოფლიო რაღაც მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, ეს არ არის აგრესია, არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ეს ქალის უფლებაა, რომ დაკუწოს საკუთარი შვილი დანით.

და აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თმა უნდა, ესეც ამაზრზენია და ქმარი ცოლს თუ ცემს, ის არაკაცია, რა თქმა უნდა, და დასასჯელია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს (აბორტი) ვინც გააკეთა, ის უარესია, ის ნატურალური ფაშისტია. ნიურბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს და ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს ჩვენს ერში და აგრესია გამოსწორდეს,” – განაცხადა მეუფე შიომ.

წყარო: alt-info.com

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial