ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი

ხორციელად შობა უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესო ქრისტესი

7 იანვარი ახ.სტ./25 დეკემბერი ძვ.სტ.

ტროპარი:
შობამან შენმან ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა, რამეთუ, რომელნი ვარსკულავსა მსახურებენ, ვარსკულავისაგან ისწავეს თაყუანის-ცემაჲ შენი, მზეო სიმართლისაო, რომელი აღმობრწყინდი მაღლით აღმოსავალთად, უფალო დიდება შენდა.

+ + +

გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, ღმრთისმშობელო, რამეთუ უფალი და ღმერთი იესუ ქრისტე შევ, რომელმან ახოცნა ცოდვანი კაცთანი და აღიხუნა იგინი ჩუენგან და შემშჭუალნა იგინი ჯუარსა; რომელმან შეწირა თავი თვისი მსხუერპლად ღმრთისა ცოდვათა ჩუენთათვის და გუაცხოვნნა ჩუენ; რომელი გუექმნა ჩუენ პურ ცხორებისა; რომელმან მომწყდარნი სიყმილითა განაძღნა; წყარო ცხორებისა, რომელმან წყურიელნი გამოზარდნა; უძლურთა შემწე, დაცემულთა ხელის ამპყრობელი, ჭირვეულთა ნუგეშინისმცემელი, მაშურალთა განმსუენებელი, ცოდვილთა მწყალობელი.

გიხაროდენ, მარიამ ქალწულო, რამეთუ ესრეთი უფალი, სულგრძელი და ტკბილი, გვიშევ ჩუენ! გიხაროდენ და მხიარულ იყავ, ქალწულო, წმიდაო მარიამ, რამეთუ შენგან და შენ მიერ იხარებენ და იქადიან დედანი; რამეთუ ევა ძელისაგან გამოხდა სამოთხით, ხოლო შენგან ძელი თაყუანის-იცემების ყოვლისა ნათესავისაგან; შენგან ეშმაკსა ჰრცხუენა, ჯოჯოხეთი დაეცა, სიკუდილი განქარდა, საცთური განიდევნა.

იხარებდინ წმიდაჲ და მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიაჲ! იხარებდით და მხიარულ იყვენით ქრისტიანენი, რომელთა წმიდად და ჭეშმარიტად სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ დაიმარხეთ!

წმ. ეპიფანე კვიპრელი, სინური მრავალთავი