25 დეკემბერი – პატრიარქის ინტრონიზაციის დღე

25 დეკემბერი – პატრიარქის ინტრონიზაციის დღე

1977 წელს გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი). 1977 წლის 9 ნოემბერს, წმიდა სინოდის განჩინებით, პატრიარქის მოსაყდრე გახდა ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი).

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII საეკლესიო კრება, რომელსაც დაესწრო 47 დელეგატი. კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი და მიტროპოლიტი ილია ერთხმად იქნა არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და ეწოდა ილია II. ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ 390-400 წლებში. საქართველოს ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრებას ესწრებოდნენ უცხოეთის ეკლესიათა წარმომადგენლები, სრულიად რუსეთის პატრიარქი პიმენი, ბულგარეთის ეკლესიიდან არქიმანდრიტი ნაუმი, ალექსანდრიიდან არქიმანდრიტი გრიგორიოსი.

180392_197280086953814_1326219_n

სვეტიცხოველი. კათოლიკოს-პატრიარქთა მიტრას ადგამს ალავერდელი ეპისკოპოსი გრიგოლი (ცერცვაძე), 1977 წლის 25 დეკემბერი

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე, რომელიც ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელისაგან იღებს დასაბამს, ახალი პატრიარქი იქნა აღყვანილი: მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა ახალი კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება.

“ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა” – ბრძანა საქართველო კათოლიკოს-პატრიარქმა.

167588_197279910287165_8014696_n

მცხეთა, სვეტიცხოველი, 1977 წლის 25 დეკემბერი. ილია მეორის ინტრონიზაცია. მარცხნიდან მარჯვნივ: რუსეთის პარტრიარქი პიმენი, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა) და მიტროპოლიტი გაიოზი.

admin-ajax

ახალგაზრდული ცენტრი “ზნეობა” ულოცავს უწმინდესს აღსაყდრების 40 წლის იუბილეს.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial