წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული მუდმივად 36.6 C° ინარჩუნებს

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული მუდმივად 36.6 C° ინარჩუნებს

Крестный ход с мощами св. Спиридона (г. Керкира, о. Корфу)

წმ. სპირიდონის უხრწნელი სხეული. ლიტანიობა. ქ. კერკირა (კ. კორფუ).

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული, რომელიც დაბრძანებულია სარკოფაგით ქ. კორფუს მთავარ ტაძარში, კუნძულისუდიდეს სიწმიდეს წარმოადგენს, მფარველმა წმინდანმა მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან: ოთხჯერ სტიქიური უბედურებისგან, ორჯერ შავი ჭირისაგან, ერთხელ შიმშილისაგან, და ერთხელაც თურქთა შემოსევისაგან. კუნძული კერკირა იყო საბერძნეთში ერთადერთი ტერიტორია, რომელიც თურქებმა ვერ დაიპყრეს. 1716 წ. თურქთა ურიცხვ ლაშქარს, რომელიც კუნძულის დაპყრობას აპირებდა, ცაში, კუნძულის თავზე გამოეცხადათ ბერი, რომელსაც ხელთ ცეცხლოვანი მახვილი ეპყრა. შეშინებულმა თურქებმა სასწრაფოდ დატოვეს ის ტერიტორია და მხოლოდ შემდეგ შეიტყვეს, რომ კუნძულის მფარველი წმ. სპირიდონი იყო. ამის შემდეგ კუნძულ კერკირას მოსახლეობამ თავისი წმინდა მფარველისადმი მადლიერების გამოსახატავად დააწესა ლიტანიები (წმინდანის უხრწნელ სხეულს მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ და კუნძულს შემოატარებენ), რომლებიც დღემდე არ შეუწყვეტია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ოთხი ლიტანია, რომლებიც თავისი ორგანიზებულობითა და ხალხმრავლობით ყველაზე გამორჩეულია მთელს ბერძნულ სამყაროში. მორწმუნეები მათზე დასასწრებად არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ყველანი გაოცებული რჩებიან წმინდანის უხრწნელი სხეულის ხილვით. ტრადიციის მიხედვით, ლიტანიის დროს მღვდელი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე წმინდა სპირიდონის უხრწნელ ხელს და ასე დაჰყვება წმინდანს მსვლელობის დასრულებამდე; და ეს 300 წლის მანძილზე ყოველწლიურად ხდება. ცხადია, რომ უხრწნელობას წმინდანის სხეული მხოლოდ მისი სასწაულებრივი თვისებების გამო ინარჩუნებს. წმინდანის სხეულს აკლდა მარჯვენა მტევანი, რომელიც 1984 წლის 10 დეკემბერს მიტროპოლიტ ტიმოთესა და მისი წინამორბედის – ნეტარხსენებული პოლიკარპეს მოწადინებით რომიდან კერკირაზე გადმოაბრძანეს.

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩები, ფოტო ლუარსაბ ტოგონიძისა

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩები. ლუარსაბ ტოგონიძის ფოტო.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. ემანუელ თეოტოკისი კერკირას ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნში წმინდანის უხრწნელი სხეულის შესახებ წერს: “(სხეული) რბილი და ელასტიურია, გამოსცემს კეთილსურნელებას, იგი უხრწნელია. როდესაც მის სხეულს ლიტანიობისას მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება”. სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. წელიწადში 3-4-ჯერ უცვდება ფაჩუჩი, ის მიდის ყველასთან, ვისაც სწამს მისი და მას მოუხმობს დასახმარებლად. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს (იხ. გარეკანის III გვ.), რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. ამ ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში.

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით კრწანისის ტერიტორიაზე ღმრთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის მშენებლობა 2008 წლის მაისში დაიწყო და შემოწირულობების წყალობით თითქმის ერთ წელიწადში დასრულდა. ეკლესია ჯვარგუმბათოვანი სტილისაა და ქართული წითელი აგურით არის ნაშენები. გამორჩეულია ტაძრის გუმბათი, რომელიც წმინდა სპირიდონის ქუდის იდენტურია და მის ფორმებს იმეორებს. ტაძარში წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და ფეხთსამოსელია (ფაჩუჩი) დაბრძანებული. წმინდანის ფაჩუჩი საგანგებოდ ამ ტაძრისთვის ათონის წმინდა მთიდან ჩამოაბრძანეს.

Чудотворные мощи святителя Спиридона Тримифунтского

წმ. სპირიდონის უხრწნელი სხეული.

 

kerkira25

ლუსკუმა, რომელშიც დაბრძანებულია წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი.

წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ცხოვრება