ნარკომანია და ბოროტმოქმედება

ნარკომანია და ბოროტმოქმედება

ნარკოტიკის მიღების დროს ადამიანის სული შედის დემონურ ძალებთან ურთიერთობაში. ამ დროს ადამიანის ნება ეშმაკის ნებას ემონება. ეშმაკები აწვდიან მას სხვადასხვა ცოდვილ აზრებს, მკვლელობის, თვითმკვლელობის, ქურდობის, ყაჩაღობის, ძარცვის და სხვა ბოროტმოქმედების აზრებს. ეშმაკს დამონებული ადამიანი კარგავს ყოველგვარ ზნეობას, მოყვასის სიყვარულს, არანაირი სიბრალულის გრძნობა არ გააჩნია, არ ეცოდება ადამიანი, ვისაც ქურდავს, აყაჩაღებს, კლავს, შეიძლება მოხუცებს და გაჭირვებულებს უკანასკნელი პურის ფული წაართვას. ასეთივე მდგომარეობაშია ადამიანი, რომელიც აზარტულ თამაშებს ემონება, ის ყველანაირ ტყუილზე და ბოროტმოქმედებაზე მიდის, რომ წაგებული ფული იშოვოს და გადაიხადოს. ნარკომანის გონება და საღი აზროვნება უმეტეს წილად გათიშულია. როგორც არ შეიძლება მთვრალი იჯდეს საჭესთან, ასევე არ შეიძლება იჯდეს საჭესთან, ვინც ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არის. ნარკომანები აუცილებლად უნდა იყვნენ აყვანილი აღრიცხვაზე, მათ არ უნდა ჰქონდეთ მართვის უფლება, ვარაუდით მათ არ მიიღებენ სამსახურში. ნარკომანია დიდი ბოროტებაა.

zneoba.ge-ს რედაქცია

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial