“ჰომოსექსუალიზმი, როგორც მოვლენა, უარყოფითი მოვლენაა” – ზაზა შათირიშვილი

“ჰომოსექსუალიზმი, როგორც მოვლენა, უარყოფითი მოვლენაა” – ზაზა შათირიშვილი

ქართული საზოგადოება სოდომიის სიბილწის წინააღმდეგ

“ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ცდილობს, ჰომოსექსუალიზმი ნორმად წარმოაჩინოს, ემსახურებიან რაღაც პროპაგანდას და კონკრეტულ იდეოლოგიას. ტრადიციული, ქრისტიანული თვალსაზრისით, ეს არის ცოდვა და მე ვარ ქრისტიანი. სხვა საკითხია ის, რომ ჩვენ ყველა ცოდვილისადმი უნდა ვიყოთ თანაგრძნობით განმსჭვალულნი.

ამ შემთხვევაში საქმე, ალბათ, გვაქვს კამპანიასთან, რომელიც მიმართულია არა იმდენად ვიღაცის უფლებების დაცვისკენ, რამდენადაც პროვოკაციის გამოწვევისკენ. ეს პროვოკაცია, ცხადია, ემსახურება ტრადიციული ქრისტიანული და არამხოლოდ ქრისტიანული, საზოგადოდ, კონსერვატიული იდეოლოგიის დისკრედიტაციას, ამიტომ საკითხი უნდა დავაყენოთ ასე: ვინ რა პოზიციიდან უყურებს ამ ყველაფერს, ვინ რა თვითშეგნებისა და ცნობიერების მქონეა. მე, კიდევ ვიმეორებ, ვარ ქრისტიანი და ქრისტიანული თვალსაზრისი ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანია – ჰომოსექსუალიზმი, როგორც მოვლენა, უარყოფითი მოვლენაა, თუმცა ეს არ ნიშნავს ვინმეს შევიწროებას და დევნას, რის წარმოჩენასაც ჩვენი მედია დიდი მონდომებით ცდილობს”.

არმაზ სანებლიძე,
ჯაბა ჟვანია

წყარო: geworld.ge

* * *
ზაზა შათირიშვილი, ფილოლოგი, ფილოსოფოსი.