დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველად

დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველად

არასამთავრობო ორგანიზაცია – ახალგაზრდული ცენტრი “ზნეობა” სახალხო დამცველის კანდიდატურაზე მხარს უჭერს დიმიტრი ლორთქიფანიძეს

* * *

საქართველოს პარლამენტს

ჩვენ, ქვემორე ხელის მომწერნი, ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს სახალხო დამცველის თანამდებობაზე დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას. როგორც გახსოვთ, წინა არჩევნებზე ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურის მხარდასაჭერად მთელს საქართველოში შეგროვდა 74 000 ხელმოწერა, მათ შორის პატიმრებიდან და მათი ოჯახებიდან.

თუმცა, სამწუხაროდ საქართველოს პარლამენტმა მაშინ ყურად არ იღო მართლაც ხალხის მოთხოვნა და სახალხო დამცველად ბატონი უჩა ნანუაშვილი აირჩია, რომელსაც თავის მხრივ სულ ერთი მუჭა არასამთავრობოები ლობირებდნენ. სწორედ ის არასამთავრობოები, რომლებიც ღიად წარმოადგენენ უცხოურ აგენტურას, დაუფარავად არიან ჩამდგარნი კაცობრიობის მტრობაში და ხელს უწყობენ და მფარველობენ ყოველგვარ უზნეობას, გადაგვარებას თუ ეკლესიისა და სიწმინდის სიძულვილს.

შედეგმაც არ დააყოვნა და საქართელოს პარლამენტის მიერ არჩეული ბატონი უჩა ნანუაშვილი ამ 5 წლის განმავლობაში კრიჭაში ჩაუდგა ქართველ ერს და მთელი თავისი კოლექტივით მიზანმიმართულად ეწეოდა ანტიქართულ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიზნეობრივ საქმიანობას. თუნდაც ის ორი ფაქტი რად ღის, როდესაც ერთის მხრივ საქართველოს მთავრობას სთხოვდა დაეფინანსებინა სქესის შეცვლის ოპერაციები და მეორე მხრივ ინიციატივით გამოვიდა აეკრძალათ ბავშვების ექსკურსიებზე ტაძრებში სანთლების დანთება.

ბატონო პარლამენტარებო, ფრიად სამწუხაროა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ ამ არჩევნებზეც სწორედ იგივე სცენარი ვითარდება.

ბატონო კანონმდებლებო, გთავაზობთ რა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ღირსეული პიროვნების – ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურას, ამით კიდევ ერთხელ გაძლევთ შანსს, რომ გამოასწოროთ წინა მოწვევის პარლამენტის შეცდომა და საერთოდაც დაანახოთ საზოგადოებას თუ რომელ მხარეს დგახართ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძის კანდიდატურით უნდა მოხდეს პარლამენტში ერთგვარი ლუსტრაცია და ბოლოს და ბოლოს გავიგოთ, ვინ დგას ჩვენს კანონმდებლებში ბილწი სოდომიტების, ღვთისმგმობელების და მათი დამქაშების გვერდით და ვინ ეროვნული, ტრადიციული და ზნეობრივი ღირებულებების მხარეს.

საუკეთესო სურვილებით,

ხელისმომწერნი:

გურამ ფალავანდიშვილი („ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე)
ლევან ვასაძე (ბიზნესმენი)
რეზო ამაშუკელი (პოეტი)
ელიზბარ ჯაველიძე (აკადემიკოსი)
ლაშა ნადარეიშვილი (პოეტი, გაზეთ „ასავალ დასავალის“ მთავარი რედაქტორი)
ნიკოლოზ მჟავანაძე (უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე)
სოსო მანჯავიძე (პოლიტიკოსი)
ზვიად ტომარაძე („დემოგრაფიული საზოგადოება XXI“ თავმჯდომარე)
სანდრო ბრეგაძე („ქართული მარში“)
გია კორკოტაშვილი (საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისია“)
ლევან ჩაჩუა (საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა „ქართული იდეის“ თავმჯდომარე, პოლიტპატიმარი)
ლადო სადღობელაშვილი (არასამთავრობო ორგანიზაცია „ენა, მამული, საზოგადოება“)
ზურაბ ენუქიძე (მოძრაობა „ეროვნულები“)
ნიკოლოზ დუმბაძე (ახალგაზრდული ცენტრი „ზნეობის“ თავმჯდომარე)
ვაჟა ბაკაშვილი (“პედაგოგთა ასოციაციის” თავმჯდომარე)