“ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა უნდა ისჯებოდეს” – ვახტანგ გვარამია

“ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა უნდა ისჯებოდეს” – ვახტანგ გვარამია

ქართული საზოგადოება სოდომიის სიბილწის წინააღმდეგ

“ჰომოსექსუალიზმის შეფასებაში ჩემი პოზიცია აბსოლუტურად ესადაგება ყველა ქართველის პოზიციას, რომელიც პატივს სცემს თავისი სამშობლოს წარსულს, ერის ტრადიციებს. იგი აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი მენტალობისთვის, დამაქცეველი და დამანგრეველია ქვეყნისთვის და, განსაკუთრებით, მისი მომავლისთვის.

– რატომ არ იღებს ხმას ჩვენი ელიტა? იმიტომ ხომ არა, რომ ტელევიზიები არ იწვევენ, ჟურნალისტები ინტერვიუს ჩამორთმევისთვის თავს არ იკლავენ?

– ინტელიგენციის აზრი ერთმნიშვნელოვნად იგივეა, როგორიც ჩემი, ყოველ შემთხვევაში, მათი, ვისთანაც შეხება მაქვს, მაგრამ ეშინიათ, რომ საჯარო გამოსვლები გამოიწვევს ისეთ გამძაფრებულ თავდასხმას ყვითელი პრესის მხრიდან, რომელსაც ვერ გაუძლებენ, და ამიტომ ურჩევნიათ განზე გადგნენ.

– საბჭოთა პერიოდში ჰომოსექსუალიზმი დანაშაულებრივ ქმედებად ითვლებოდა…

– 121-ე მუხლი იყო, თუ არ ვცდები, სისხლის სამართლის კოდექსის. დანაშაულად ითვლებოდა სქესობრივი კავშირი მამაკაცისა მამაკაცთან. მაინცდამაინც ფართოდ არ იყო გავრცელებული, ცოტა აღირიცხებოდა და ცალკეულ შემთხვევებში ისჯებოდა.

– დღეს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი ამ დანაშაულს არ ცნობს.

– ის ძველი კანონი ითვლება დისკრიმინაციულად. შეიძლება მართალიცაა, რადგან ადამიანი თავის სხეულს თავად განაგებს, მაგრამ ადამიანის ქმედება საზოგადოების წინააღმდეგ არ უნდა იყოს მიმართული. მიმაჩნია, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, იმის მტკიცება, რომ ასეთ ქმედებაში ცუდი არაფერია, კარგია და მისაბაძი, უნდა ისჯებოდეს. შეიძლება არა მაინცდამაინც სისხლის სამართლებრივი წესით, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული რეაქცია საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს.

– ვინ უნდა აღკვეთოს – კანონმა?

– ალბათ, კანონმა. კანონი რა არის? იგი გამოხატავს ადამიანების გარკვეულ ნებას და სავალდებულოა საზოგადოებისთვის. ნება თუ იქნება და თუ იგი კანონის სახით გამოიხატება, კანონმა უნდა აღკვეთოს.

არმაზ სანებლიძე,
ჯაბა ჟვანია

წყარო: geworld.ge

* * *
ვახტანგ გვარამია, იურისტი, საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial