“სოდომია არის ანომალია და გადახრა” – ზაზა პაპუაშვილი

“სოდომია არის ანომალია და გადახრა” – ზაზა პაპუაშვილი

ქართული საზოგადოება სოდომიის სიბილწის წინააღმდეგ

“ის აჟიოტაჟი, რომელიც ამ საკითხის გარშემო ატყდა და ამას, ძირითადად, მედია აკეთებს, ხელოვნურადაა გამოწვეული. როგორც ჩანს, ვიღაცას სჭირდება, რომ ქართველი საზოგადოების მენტალობა, ცნობიერება რაღაც შავრაზმულ, ძალადობრივ კულტურად წარმოაჩინოს. საერთოდ, დღეს თვით იმ სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები უფრო წყნარად არიან, ვიდრე ის ხალხი, რომელიც ამ თემაზე ატეხილი ხელოვნური ხმაურით ფულს შოულობს. ძალიან ბევრია ასეთი და, მერწმუნეთ, არავის აინტერესებს სხვისი ცხოვრება. შემხვედრია ასეთი ადამიანები, მაგრამ მათ მიმართ არასოდეს გამჩენია აგრესია. ან როგორ შეიძლება რაიმე სახის ძალადობის, დევნისა და შევიწროების მომხრე იყო ნორმალური კაცი, მაგრამ ვინ ვისზე ძალადობს, ეს კიდევ საკითხავია.

– ძალადობას, რა თქმა უნდა, ყველა ვემიჯნებით, მაგრამ თვითონ მოვლენა ხომ უნდა შეფასდეს? ხომ უნდა ითქვას საჯაროდ ჰომოსექსუალიზმი, სოდომია დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი?

– ჩემთვის ეს არის ანომალია და გადახრა, მაგრამ კიდევ ვიმეორებ: ეს არ ნიშნავს ვიღაცის შევიწროებას, დევნას… როგორც მას აქვს უფლება, იყოს ისეთი, როგორიც არის ან უნდა, რომ იყოს, ისე მაქვს მეც უფლება, ამ ყველაფერს ან დადებითად ვაფასებდე, ან უარყოფითად; მაგრამ კონფლიქტი იწყება სად, იცით? როცა ვიღაც გეუბნება, რომ ამ შენი თვალსაზრისის, აზროვნების, მსოფლმხედველობის გამო მოძალადე ხარ და შავრაზმელიო. აი, ეს არ უნდა იყოს. და უფლებებზე როცა საუბრობენ, კი ბატონო, ყველას უფლებები დავიცვათ, მაგრამ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია და ტრადიციული ფასეულობებით, ღირებულებებით ცხოვრობს, უმცირესობამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ამ მოსახლეობის ინტერესებს…

არმაზ სანებლიძე,
ჯაბა ჟვანია

წყარო: geworld.ge

* * *
ზაზა პაპუაშვილი, მსახიობი, რეჟისორი, პარლამენტარი “ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს” ბლოკიდან.