“ჰომოსექსუალობა უკიდურესად უარყოფითი მოვლენა და დიდი ცოდვაა” – ზარბეგ ბერიაშვილი

“ჰომოსექსუალობა უკიდურესად უარყოფითი მოვლენა და დიდი ცოდვაა” – ზარბეგ ბერიაშვილი

ქართული საზოგადოება სოდომიის სიბილწის წინააღმდეგ

“…როგორც ქრისტიანს, მიმაჩნია, რომ ჰომოსექსუალობა უკიდურესად უარყოფითი მოვლენა და დიდი ცოდვაა, რომ ყველა ქრისტიანმა ხმა უნდა ამოიღოს სოდომიის თავაწყვეტილი პროპაგანდის შესაჩერებლად, თორემ გაჩუმებით ვყიდით უფალს.

მე რომ მკითხოთ, ჰომოსექსუალიზმის, სოდომიის პროპაგანდის მოძალება მავნებელ ფაროსანას შემოსევას ჰგავს – ხრავს და სპობს, უპირველესად, ნორჩს, განსაკუთრებით უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდა თაობის ფსიქიკაზე, რომელიც, ასე მგონია, უკვე შეეჩვია მამათმავლების, ტრანსსექსუალების, ლესბოსელების, ტრანსგენდერების გამოჩენა–გამოსვლებს ტელეშოუებში. ახალგაზრდობას ასმენინებენ მათ მოსაზრებებს, რომ თურმე გარყვნილება ნორმაა, და აბსურდული ე.წ. არგუმენტებით აჯერებენ, რომ, გარდა ბიოლოგიური მამრობითი და მდედრობითი სქესისა, მესამე სქესიც არსებობს და ეს ბუნებრივი მოვლენაა.

გააჩნია, რა კუთხით შეხედავ, თორემ ცხენებში, მაგალითად, ჯორიც გამოერევა, გამრავლების უუნარო პირუტყვი, მაგრამ ვინმეს აზრად მოუვა ჯიშიანი არაბული ბედაურის გადაშენება ამ უსქესო არსების გამრავლების ხარჯზე?!

ჩვენი გადაშენება უნდათ ამ ოჯახქორებს?!

ჩემი ხნისა და გამოცდილების კაცს, მგონი, მაქვს უფლება, ქართველი სპორტსმენების სახელით ვილაპარაკო. ჩვენ, ვეტერანები, რომლებსაც საქართველოს სახელი ბევრჯერ წარმატებით აგვიტანია ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატების, ოლიმპიური თამაშების კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე, შესაძლებლობის ფარგლებში დღესაც ვიღვწით ქართველი ვაჟკაცების ღირსეულ მამულიშვილებად აღზრდის ასპარეზზე, ამაზე ნაკლებად ვლაპარაკობთ, უფრო – ვსაქმიანობთ. შედეგიც არის, რასაც ადასტურებს თუნდაც ქართველი მოჭიდავეების წარმატებული გამოსვლები საერთაშორისო შეჯიბრებებში, ჭაბუკებისა და გოგონების მასობრივი ჩაბმა სპორტულ სექციებში. სპორტსმენობა კვლავ მოდურია.

ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული რომ არის, ეს დებულება ჯერ არავის გაუუქმებია, თუმცა ტურებივით გარშემო უტრიალებენ, დასუნსულებენ და გადედლების მცდელობას არ აკლებენ.

მაგრამ არაფერი გამოუვათ!

ამას ჩვენ ვამბობთ, ვეტერანი სპორტსმენები.”

არმაზ სანებლიძე,
ჯაბა ჟვანია

წყარო: geworld.ge

* * *
ზარბეგ ბერიაშვილი, საბჭოთა კავშირის ექვსგზის ჩემპიონი, ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის დიდი ოქროს მედლის მფლობელი, სსრკ–ის სპორტის დამსახურებული ოსტატი.