ვგმობთ სოდომური ცოდვის მფარველთა ძალადობას სპორტსმენებზე

ვგმობთ სოდომური ცოდვის მფარველთა ძალადობას სპორტსმენებზე

ყველა გაიძახის: არ შეიძლება ძალადობა, მაგრამ არავინ იძახის, ვინ არის სინამდვილეში მოძალადე; არავინ იძახის, რომ დაუშვებელია, უდიდესი ცოდვაა მამათმავლობა; პირიქით, ყველანი (ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, ხელოვანები) ამ დამღუპველ სენს ნორმად აცხადებენ და ხელს უწყობენ მის გავრცელებას, ამის მთავარი მიზეზი კი სოდომური ცოდვის მფარველებისგან მომდინარე ძალადობაა. სწორედ ამ ძალადობას უნდა ვებრძოლოთ ქრისტიანული საშუალებებით: ლოცვით, შეგონებით, მხილებით.

ყველა მოქალაქის, მათ შორის მამათმავლების უსაფრთხოება ისედაც დაცული იყო სისხლის სამართლის კანონებითა და სამართალდამცველების მიერ, მაშ რისთვისღა იყო საჭირო ანტიდისკრიმინაციული კანონი? პასუხი ერთია: რომ მამათმავლობა ნორმად გამოცხადდეს. ამის შედეგი კი ის არის, რომ ამერიკაში და ევროპაში საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მიმდინარეობს მამათმავლობის პროპაგანდა, როგორც ნორმალური მოვლენის; ხდება ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, მათი სულიერი და ფიზიკური დეგრადაცია, მათ ასწავლიან, რომ სოდომური ცოდვა ნორმაა და რომ სქესი თვითონ უნდა აირჩიონ. ათასობით ბავშვი გაშვილებულია ეგრეთწოდებულ ერთსქესიან პარტნიორებზე, მახინჯდება ამ ბავშვების ფსიქიკა და ჯანმრთელობა. აი ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, მაგრამ ამაზე ხმას არავინ იღებს. როგორც ჩანს, უკვე ჩვენი პატარა ქვეყანაც ამ საფრთხის წინაშე დგას.

კომუნისტურ ქვეყნებში ახალგაზრდებს აძალებდნენ ეტარებინათ ყელსახვევები და ლენინის გამოსახულებიანი სამკერდე ნიშნები, რომ ამით კომუნისტური იდეოლოგიისადმი ერთგულება ეღიარებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ცხოვრებაში დაბრკოლებები და განსაცდელები ელოდათ კომუნიზმის ერთგული მიმდევრებისგან. დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცნობილ სპორტსმენებს, ხელოვანებს, მეცნიერებს, პოლიტიკოსებს აიძულებენ სხვადასხვა საშუალებით (ლგბტ-ს დროშებით, სამკლაურებით, კანონების მიღებით, პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებით და ა.შ.) მხარდაჭერა გამოუცხადონ სოდომურ იდეოლოგიას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათაც განსაცდელები ელოდებათ.

მამათმავლობის შემწყნარებლობის პროპაგანდისადმი მხარდაჭერა არა მარტო სამარცხვინო საქმეა,  არამედ ხელსაც უწყობს ამ სასიკვდილო ცოდვის გავრცელებას საზოგადოებაში, განსაკუთრებით მომავალ თაობაში, რასაც,  ადრე თუ გვიან, დიდი სასჯელი მოჰყვება.

გთხოვთ ყველას, პოლიტიკოსსა თუ სპორტსმენს, ჟურნალისტსა თუ მომღერალს, კარიერის გამო, ფულის გამო, შიშის გამო ხელს ნუ შეუწყობთ ამ დამღუპველი სენის გავრცელებას, ასეთ მძიმე დანაშაულს ნუ დაიდებთ კისერზე.

მღვდელი ბასილი იაშაღაშვილი მრევლთან ერთად