ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ

საშინელი პარადოქსი – ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები გაცილებით მეტ სიცოცხლეს სპობს, ვიდრე – აბორტი!

ამ საშუალებათა დამამზადებელი ფარმაცევტები და პრაქტიკაში გამტარებელი ექიმები მალავენ მათ ნამდვილ მოქმედებას. აქ თვით დასახელება – “ჩასახვის საწინააღმდეგო” უკვე შენიღბულია. ამ საშუალებათაგან არც ერთს არ ძალუძს ჩასახვისაგან დაცვის სრული გარანტიის მოცემა, ამიტომ ისინი ნაყოფის მოკვდინებისაკენ არის მიმართული. ამგვარ საშუალებათა უმრავლესობას საერთოდ არ აქვს უშუალო კავშირი ჩასახვასთან და პირდაპირ ცოცხალი ემბრიონის მკვლელობაზეა გათვლილი – უმეტეს შემთხვევაში ისინი წამლავენ ემბრიონს.

რაც შეეხება ე.წ. “სპირალს”, აქაც იგივე ტყუილია: სპირალი ჩასახვას კი არ ეწინააღმდეგება, არამედ უკვე განაყოფიერებული უჯრედის – ემბრიონის მოძრაობას. ქრისტიანული ანთროპოლოგიის ენით რომ ვთქვათ, აქ ხდება უკვდავი სულის მქონე ადამიანის მკვლელობა, რომელსაც ფიზიკური სხეული ჯერ არა აქვს განვითარებული. ის მოკლებულია იმ გარემო პირობებს,რომელიც აუცილებელია მისი განვითარებისთვის და რამდენიმე დღეში კვდება. თუკიღა ემბრიონი სპირალის მიუხედავად მაინც შეაღწევს დედის სხეულში, მაშინ სპირალი სწორედ იმისთვის არის, რომ გაკვეთოს იგი და უკუაგდოს.

ხდება მკვლელობა, რომლის შესახებაც შესაძლოა, ქალმა არაფერი იცოდეს. მის სხეულში მექანიკური ან ქიმიური გზით ხდება ცოცხალი ორგანიზმის მოკვდინება და შემდეგ – მენსტრუაციასთან ერთად მისი ორგანიზმიდან განდევნა. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებანი, უმეტეს შემთხვევაში, მინი აბორტია და სხვაგვარ მკვლელობათაგან არაფრით განსხვავდება.

ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებანი გაცილებით მეტ სიცოცხლეს სპობენ, ვიდრე – აბორტი. ასეთ საშუალებათა გამოყენების დროს, წელიწადში, საშუალოდ, რამდენიმე ჩასახვა ხდება, შესაბამისად,რამდენიმე მკვლელობა ხორციელდება.

სამწუხაროდ, ქალთა უმრავლესობას არ ესმის, რომ, როცა ისინი სპირალს იძენენ, უკვე საკუთარ შვილთა პოტენციური მკვლელები ხდებიან. ეკლესია თუმცა კრძალავს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს, მაგრამ ზოგიერთი სასულიერო პირი მათი ზემოქმედების მექანიზმში ვერ ერკვევა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არის ცოდვა, მაგრამ მკვლელობისა და სისხლისღვრის გარეშე და ამ ფაქტს უყურებენ, როგორც ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ისეთ მკაცრ რეალობას, რომელსაც გამოსავალი და ალტერნატივა არა აქვს. ამიტომ ყოფილა შემთხვევები, როცა მოძღვრები თავიანთ სულიერ შვილებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენების უფლებას აძლევდნენ და ამასთან აზიარებდნენ კიდეც. ე.ი. აღსარებისა და ზიარების დროს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებისაგან ქალის წიაღში შესაძლებელია ხდებოდეს ტანჯვა-წამებით მისი შვილის მკვლელობა. ზიარების დროს მკვლელობა… ეს ჩვენი თანამედროვე სულიერი ცხოვრების საშინელი პარადოქსია!

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)