ეკლესიის ერთობასა და რეპუტაციას საფრთხე არ ემუქრება

ეკლესიის ერთობასა და რეპუტაციას საფრთხე არ ემუქრება

“ციანიდის საქმე”, ნებისმიერი ვერსიით და ნებისმიერი შედეგებით, არის ეკლესიის მტრების მიერ მოწყობილი.

ეკლესიის იგივე მტრები, მათ დაქვემდებარებულ ბილწ და სულგაყიდულ მეინსტრიმ ტელევიზიებით, კერძოდ, “იმედითა” და “რუსთავი 2”-ით, უფრო შორს მიდიან და ცდილობენ შექმნან შიდა საეკლესიო დაჯგუფებების, ტახტისთვის ბრძოლის და მეუფეების ურთიერთდაპირისპირების სურათი.

თუმცა, მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, ვერანაირ შედეგს ვერ აღწევენ.

კერძოდ, ამის საპირისპიროდ მეუფეებიცა და პატრიარქიც ერთსულოვნებასა და ეკლესიის ერთგულებას ამჟღავნებენ.

იგივე შეიძლება ითქვას მეუფე იაკობზეც. მისი ყველა გამონათქვამი თუ კომენტარი, მიუხედავად ხშირად მისი სიმწვავისა, მხოლოდ ეკლესიის ერთიანობისა და შეურყვნელობის დაცვითაა გამსჭვალული.

რაც შეეხება მის მიერ გამოთქმულ ეჭვსა და ბრალდებებს, ბატონი იოსებ ოხანაშვილის, პატრიარქის დაცვის სამსახურის უფროსის მიმართ, მიუხედავად იმისა არის თუ არა პატრიარქის ნათესავი, ვერანაირად ვერ ჩაითვლება საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობად, ვინაიდან ძალოვანი სამსახურის პატიოსნებასა და სისპეტაკეზე, თუნდაც პროფესიონალიზმზე, ვერანაირად ვერ აგებს პასუხს საპატრიარქო. და დაცვის სამსახურის მიერ ჩადენილი, თუნდაც დანაშაული, ვერანაირად ვერ მიაყენებს ჩრდილს ეკლესიის ერთობასა და რეპუტაციას.

რაც შეეხება მეუფე პეტრეს, ის ყველა მღვდელმთავრებიდან ერთადერთი გამონაკლისია, ვინც პირდაპირ აკრიტიკებს და ადანაშაულებს საპატრიარქოს მმართველ ადმინისტრაციას და მეუფეებს და სხვა არც ერთი მღვდელმთავრისგან არ ჩანს მისი მხარდაჭერა.

შესაბამისად, მისი ქმედებები არანაირად არ მეტყველებს შიდა დაჯგუფებასა და დაპირისპირებაზე. პირიქით, იგი ხაზს უსვამს, რომ მეუფის აზრები აბსოლუტურად იზოლაციონისტურია და წარმოადგენს მხოლოდ ერთის პროტესტს ყველას, კრებსითობის წინააღმდეგ.

გურამ ფალავანდიშვილი