წმ. მამა გაბრიელის დარიგებები ბოლო ჟამთან დაკავშირებით

წმ. მამა გაბრიელის დარიგებები ბოლო ჟამთან დაკავშირებით

წლების განმავლობაში მამა გაბრიელი უპირატესად ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, სინანულზე, სიმდაბლესა და სიკეთეზე უქადაგებდა მასთან მოსულთ. ხოლო ახალ კელიაში გადასვლის შემდგომ (1995 წლის ოქტომბერი – რედ. შენიშვნა), მკვეთრად და მძლავრად დაიწყო საუბარი ბოლო ჟამზე. ყველა მომსვლელს ეუბნებოდა, რომ ბოლო ჟამისეულ ეპოქაში ცხოვრობდნენ. იგი გვეუბნებოდა:

“მე მესმის, რომ მოციქულთა დროიდან ამბობენ – ახლოს არის ჟამი. მაგრამ მერწმუნეთ, ქრისტეს საშინელი სამსჯავროს წინაშე ვიყო პასუხისმგებელი ამ სიტყვებზე, რომ მართლაც ახლოს არის ჟამი! თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს.

როცა დევნა დაიწყება და მთებში მოგიწევთ გასვლა, ნუ შეშინდებით. როგორც ისრაელიანებს არაფერი აკლდათ უდაბნოში, როდესაც ისინი ფარაონის და ეგვიპტის მონობიდან გამოვიდნენ, ისევე მოგხედავთ ღმერთი თქვენც, რომლებიც ქრისტეში თავისუფლებისთვის გახვალთ მთებში, რათა გაექცეთ ეგვიპტის – ამ სოფლის, და ფარაოს – ანტიქრისტეს მონებას. იცოდეთ, ეს ღვაწლი აღთქმულ ქვეყანაში – სასუფეველში შეგიყვანთ და მზესავით განგაბრწყინებთ.

მაშინ მთავარი იქნება რწმენა, სასოება და სიყვარული ქრისტესი. ანტიქრისტე საშინელ შიშს მოიტანს ქვეყანაზე და მთავარია, თქვენ ამ შიშს გაუძლოთ. ელიას და ენუქის ბრძოლა ანტიქრისტესთან ტელევიზიით იქნება ნაჩვენები და ამისი ნახვა მრავალ იუდეველს მოაქცევს”.

“ბერი გაბრიელი ცხოვრება და მოღვაწეობა”, 2008 წ. გვ. 185

 

– – –
რედ. – 2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შეირაცხა, ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ დაწესდა ახ. სტ. 2 ნოემბერი.