თანამედროვე აღმსარებლობის შესახებ – წმ. პაისი მთაწმინდელი

თანამედროვე აღმსარებლობის შესახებ – წმ. პაისი მთაწმინდელი

წმინდა პაისი მთაწმინდელის ცხოვრებიდან:

1988 წელს სკორსეზეს ფილმის “ქრისტეს უკანასკნელი ვნებანის” ჩვენებასთან დაკავშირებით მთელი საბერძნეთი მოიცვა მღელვარებამ…

გარდა ცალკეული გამოსვლებისა, ელადის ეკლესიის კეთილმორწმუნე წარმომადგენლებისა, ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება მათაც ჩაეტარებინათ საპტოტესტო აქცია და ათონის მთის ბერებს მოუწოდა მონაწილეობა მიეღოთ.

ბევრი წინააღმდეგი იყო ამ გადაწყეტილებისა, თვლიდნენ რომ, საპროტესტო აქცია არ იყო სულიერი საქმე. ასეთი ადამიანები თვლიდნენ, რომ საპროტესტო აქცია სკორსეზეს ფილმს    მეტ პოპულარობას მოუტანდა.

ბერის აზრი სრულიად საპირისპირო იყო. “ხატმებრძოლობის დროს – ამბობდა იგი – კონსტანტინოპოლის ოქროს კარიბჭესთან,  ათმა ქრისტიანმა გაბედულად დაიცვა ქრისტეს ხატი და წავიდნენ მოწამეობაზე. დღეს, როდესაც ქრისტეს სახე იგმობა, ჩვენ არ შეგვიძლია დავრჩეთ გულგრილები. თუ ჩვენ ასეთი “საღად მოაზროვნეები” და “გონიერები” ვიცხოვრებდით იმ დროს, მაშინ ვეტყოდით იმ ათ მოწამეს: “ასე თქვენ არ იქცევით სულიერად. მოეკიდეთ სპაფირის საქციელს გულგრილად, რომელიც კიბეზე ძვრება, რათა მაცხოვრის ხატი ჩამოაგდოს, ხოლო როდესაც შეიცვლება ვითარება, ჩამოვკიდებთ ახალ ხატს, კიდევ  მეტად ბიზანტიურს, ვიდრე წინაა”. ამაშია მთელი საშინელება! ჩვენს დაცემას, სილაჩრეს და სურვილს რომ უფრო კომფორტულად მოვეწყოთ, ვასაღებეთ რაღაც აღმატებულად!”

ბერი თვლიდა, რომ პროტესტი ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით იყო აღმსარებლობა, იგი ისწრაფოდა ჩამდგარიყო მებრძოლი ეკლესიის ერთგული შვილების რიგებში.

Иеромонах Исаак, Житие старца Паисия Святогорца, москва 2006, стр. 298-299

გაგვიზიარეთ:
Social media & sharing icons powered by UltimatelySocial