რატომ არ უნდა შევიძინოთ ეს ხატი?

რატომ არ უნდა შევიძინოთ ეს ხატი?

1-0_da004_2ce57abd_XXL

ეს არაკანონიკური ხატია და მისი შეძენა არ შეიძლება!

ხატს დაწერილი ეწოდება, რადგანაც მასზე გამოსახულს როგორც სახარებისეულ სიტყვებს ისე ვკითხულობთ და მისი მიზანია გადმოგვცეს ის მოვლენა, ეპიზოდი თუ მხოლოდ რომელიმე წმინდანის სახე რომელიც წმინდა წერილში ან წმინდათა ცხოვრებაშია აღწერილი.

ამ “ხატის” წაკითხვიდან გამომდინარეობს, რომ უფალი ღვთისმშობლის და მართალი იოსების საერთო შვილია, რაც დიდი დანაშაულია, ასევე ცნობილია, რომ მართალი იოსები ძალზედ ხანდაზმული იყო როდესაც 16 წლის მარიამი მიაბარეს, გარდამოცემიდან ვიცით, რომ იგი არც კი შეხებია დედა ღვთისას.

ამ ხატის პირველსახე უცნობია, მაგრამ ვიცით რომ ის დაიწერა ბერძნულ სტილში (თვალის ასახვევად) და გავრცელდა იერუსალიმიდან, რაც ძალზდ დიდ ეჭვს ბადებს, რომ აქ იუდეველების ხელი ურევია, რაგდანაც ისინი დღემდე ამტკიცებენ სწორედ ამას – თითქოს უფალი მარიამის და იოსების საერთო შვილია.

ამ პრობლემას ჩვენ (საქართველო) ჯერ კიდევ 5 წლის წინ წავაწყდით, როდესაც ეს ხატი გაყიდვაში გავრცელდა საეკლესიო მაღაზიებში და რომ არა მეუფე თეოდორეს კურთხევა და ძალისხმევა ნამვილად ვერ გავუმკლავდებოდით ისე სწრაფად ვრცელდებოდა ყველგან…

ეს ხატი არის არა თუ არაკანონიკური, არამედ შეურაცხმყოფელია და ქორეპისკოპოსის კურთხევით აკრძალულია მისი გავრცელება.