საეკლესიო ახალი წელი – ინდიქტიონი

საეკლესიო ახალი წელი – ინდიქტიონი


საეკლესიო ახალ წლად აღნიშნული თარიღის დადგინების მიზეზად იმასაც მოიაზრებენ, რომ ძვ. სტილით 1 სექტემბერს, შაბათ დღეს, ნაზარეთში მყოფი მაცხოვარი სინაგოგაში შევიდა და წაიკითხა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: “სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე… ქადაგებად წელიწადი უფლისა შეწყნარებული” (ლკ. IV, 18-19). ამ საკითხს სავსებით ეხმიანება (ძვ. სტილით) პირველი სექტემბრის საეკლესიო მსახურების ინდიქტიონის მე-2 დასდებელი: – “…ოდესმე შენვე ნაზარეთს შინა, საწინასწარმეტყველო წიგნი ხორცშესხმულმან, ქრისტე ღმერთო, მიიღე რა აღმოკითხვად, განაღე და ასწავე ერსა, შენ ზედა აღსრულებად წერილი იგი”.