დიდგორის ბრძოლა

დიდგორის ბრძოლა

image

დიდგორის ბრძოლა გაიმართა 1121 წლის 12 აგვისტოს, ბრძოლა ქართული ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. დავით აღმაშენებელმა მტერს 70 კილომეტრის მანძილზე სდია.

წინაპირობები

1120-1121 წლები მეტად წარმატებული აღმოჩნდა საქართველოსათვის. ჯერ იყო და 1120 წლის 14 თებერვალს დავით აღმაშენებელმა ბოტორასთან გაანადგურა სელჩუკთა ლაშქარი. ამას მოჰყვა ყაბალასა და შარვანის აღება. იმავე წლის ნოემბერში აშორნიასთან დავითმა პირწმინდად გაანადგურა სულჩუკები. ამას თან დაერთო ის, რომ 1097 წელს დავითმა სულთანს ხარკი შეუწყვიტა.

ამ დროს სელჩუკებს ასუსტებდა შიდა აშლილობები და ჯვაროსნული ლაშქრობები.

დავითმა იცოდა რომ მის ასეთ თამამ გადაწყვეტილებას სელჩუკები უპასუხოდ არ დატოვებდნენ.

1121 წელს სულთანმა მაჰმუდ მუჰამედის-ძემ საქართველოში ლაშქრობა ბრძანა. მთავარსარდლობა მან ნეჯმ-ად-დინ ილღაზს დაავალა.

ილღაზი ცნობილი იყო აღმოსავლეთში, მან 1119 წელს მდინარე ორონტის ნაპირთან დაამარცხა ჯვაროსნული ლაშქარი. ამიტომაც შეარქვეს ,,ნეჯმ-ად-დინი”, რაც ,,სარწმუნოების ვარსკვლავს ნიშნავს”.

ილღაზის ლაშქრობაში მონაწილეობდნენ: დუბაის ემირი იბნ-სადაყა, თუღან არსლან კუზიანი, განძის ათაბაგი და სხვ.

პაემანი თრიალეთში იყო დათქმული. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ასე გვამცნობს მტერზე: ,,მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილსა”.

1121 წლის 12 აგვისტო

ხუცესები მებრძოლებს ლოცავდნენ. ანტიოქიის კანცლერი გოტიე გვამცნობს რომ დავით აღმაშენებელს მგზნებარე სიტყვით მიუმართვავს ქართველთათვის:

მეომარნო ქრისტესანო თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ, არამცთუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა, არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ. და ერთს რასმეს გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისათვის კარგი იქნება. ჩვენ ყველამ ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლიის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით. და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა, კიდეც რომ მოვინდომოთ ამ ხეობის შესავალი, რომლითანაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირი ხორგებით შევკრათ და მტერს, როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად, მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტიოთ.

ბრძოლაში მონაწილეობდა 40000 ქართველი, 15000 ყივჩაღი, 100 ფრანგი ჯვაროსანი და 500 ალან-ოსი. ხოლო თურქ-სელჩუკები იყვნენ 400000-დან 600000-მდე.

ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელმა 200 მეომარი, მოღალატეებად შერაცხული, შეუშვა მტრის ბანაკში. მათ ხმლები იშიშვლეს და სელჩუკებს დაერივნენ.

დემეტრე უფლისწულმა დავით აღმაშენებლის შვილმა გვერდიდან დაარტყა ილღაზის არმიას შემდეგ დავით აღმაშენებელმა შეუტია.

მტერი შეირყა და უკუიიქცა. ქართველებმა მტერს 70 კილომეტრზე სდიეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ. ილღაზი ძლივს გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მალე ისიც გარდაიცვალა.

ამ ბრძოლას დავითის ისტორიკოსი ,,ძლევაი საკვირველს” უწოდებს.

ქართველებმა ეროვნული დღესასწაული დიდგორობა დააწესეს და ყოველთვის იხსენიებდნენ დიდგორის გმირებს და გმირთა გმირს დავით IV აღმაშენებელს.

წყარო: didiqartvelebi.wordpress.com