ადამიანის მთავარი სიმდიდრე ადამიანებია, რომელთაც ის უყვართ

ადამიანის მთავარი სიმდიდრე ადამიანებია, რომელთაც ის უყვართ

ადამიანის მთავარი სიმდიდრე ადამიანებია, რომელთაც ის უყვართ. რაც უფრო მეტია მათი რიცხვი, მით უფრო მდიდარია ადამიანი. ოჯახი ზუსტად ეს ადამიანებია. ცოლი, რომელიც არ იყო ახლა კი არსებობს; შვილები, რომლებიც საერთოდ არ არსებობდნენ ახლა კი ღმერთმა გვიწყალობა. თუკი ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს, რა თქმა უნდა, ოჯახში მას გაუჭირდება. ადამიანს უბედურად ოჯახი კი არ აქცევს, არამედ უსიყვარულობა.

ბრძენი ადამიანის ერთ-ერთი თვისება მიტევების უნარია. ბრძენმა კარგად იცის, რომ ყველანი არასრულყოფილები ვართ, ხოლო თუკი ამას ვინმე ვერ მიხვდება, მთელი მისი ცხოვრება ურთიერთობის გარკვევებში გაივლის. უნდა ვისწავლოთ მიტევება!

წმინდა ბასილი დიდი

ადამიანები, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ თითქოს მართმადიდებლობის ერთგულნი არიან, მაგრამ აღიარებენ, რომ, ამასთანავე, იზიარებენ სხვაგვარად მოაზროვნეთა შეხედულებებს, არ ისმენენ შეგონებებს და ბოროტად ჯიუტობენ, მათ არათუ ძმებად მოვიხსენებდეთ, არამედ ურთიერთობაც კი არ უნდა გვქონდეს.

იზრუნეთ, შვილები არ დავტოვოთ მიწაზე, არამედ აიყვანეთ ისინი ზეცაში, ნუ მივეწებებით ხორციელ ცოლქმრობას, არამედ სულიერებისკენ ვისწრაფვოდეთ.

სულიერად დაბადეთ და აღზარდეთ შვილები.

ჩვენ ერთ დღეს ან ერთ საათს ვლოცულობთ, ცოტას ცოდვათათვის ვიურვებთ, ხოლო შემდეგ ისევ სულიერ უდებებაში ვიმყოფებით, თითქოს ჩვენი ცოდვების შესაბამისად ვიღვაწეთ. წინასწარმეტყველი კი ამბობს, რომ საკუთარ ცოდვათა გამო მთელი მისი ცხოვრების მანძილზე მოღვაწეობს.

გვქონდეს თავმდაბლობის უნარი ნიშნავს – შეგვეძლოს იესო ქრისტეს მიბაძვა.

ნუ ეძებ ბოროტებას გარეთ, ნუ წარმოიდგენ, რომ არსებობს პირველქმნილი ბოროტი ბუნება, არამედ ყოველმა ადამიანმა, საკუთარი ბოროტი ხასიათის გამო, საკუთარი თავი დაადანაშაულოს.

წყარო: agmsarebeli.ge

– – –
ფრესკა: მოყვასის სიყვარულის მაგალითი – უფლის მიერ დავრდომილის განკურნება კაპერნაუმში.