ძირძველი აფხაზების თხოვნა

ძირძველი აფხაზების თხოვნა

12717721_1113482975349721_2545531519411897586_n

ქ-ნი დალი ქვირია სოციალურ ქსელში საინტერესო მასალას აქვეყნებს, რომელსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:

“ძირძველმა აფხაზებმა ითხოვეს, არ მოეგლიჯათ მათი სათაყვანებელი მამული საქართველოსათვის.

1915 წელს, როდესაც რუსთა ხელმწიფემ განიზრახა აფხაზეთი ჩამოეშორებინა საქართველოსათვის და შავი ზღვის ოლქისათვის მიკუთვნებინა, აფხაზი თავადები: გიორგი შარვაშიძე, ძიაბშბა, მელიტონ ემხვარი და ინალიფა შეშფოთებულნი ჩამოვიდნენ თბილისში და თხოვნით მიმართეს მეფისნაცვალს არ მოეგლიჯა აფხაზეთი საქართველოსათვის.

როდესაც ბოლშევიკები საქართველოში დამკვიდრდნენ, დაიწყეს ყოველივე ქრისტიანულის დაწვა-განადგურება. ცნობილი ბედიის ტაძარი მე-17 საუკუნემდე სამეგრელოს სამთავროში შედიოდა და პირველი დადიანები სწორედ ბედიანები იყვნენ. ბოლშევიზმის ასეთი ბატონობის დროს დავით ემხვარმა, მელიტონ ემხვარის შვილმა, ბედიის ბარძიმი, რომელიც ამ დროს ილორის ტაძარში ინახებოდა და საფრთხესთან ახლოს იყო, მალულად, თავის ყაბალახში გახვეული ჩამოიტანა თბილისში და საქართველოს მუზეუმის დირექტორს დიმიტრი შევარდნაძეს ჩააბარა.

1946 წელს დავით ემხვარიც იმავე საქმისათვის დაიჭირეს, რისთვისაც ლევან გოთუა, გრიგოლ კოსტავა და სხვები.

სწორედ თბილისშია გადაღებული აფხაზი თავადების ისტორიული ფოტო, რომელიც ადრეც გამოვაქვეყნე და კიდევ ვიმეორებ. ეს მასალა კი ჩემი არქივიდან ამოვიღე.”