წმ. იოანე ოქროპირი სოდომიის ცოდვაზე

წმ. იოანე ოქროპირი სოდომიის ცოდვაზე

სოდომიაზე საუბრისას წმ. იოანე ოქროპირი მკვეთრ ზღვარს ავლებს ქრისტიანულ ეთიკასა და სოდომიისადმი წარმართობის ლიბერალურ პოზიციას შორის, რომელთა სულიერ შთამომავლებადაც სწორედ რომ მამათმავლობის ცოდვის დამკანონებელი თანამედროვე ნეოლიბერალური ძალები გვევლინებიან:

“სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი“. ოქროპირის აზრით, სოდომური ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე მკვლელობა, რადგან „უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან, მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ”.

zneoba.ge-ს რედაქცია