ემბრიონი იგივე ადამიანია

ემბრიონი იგივე ადამიანია

მეცნიერება, მედიცინა, ეკლესია ერთსულოვნად მოწმობენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვიდანვე იწყება, ამას ყველა ქვეყნის მეცნიერი ადასტურებს. მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმის მომენტში წარმოიქმნება უნიკალური, განუმეორებელი 46 ქრომოსომიანი უჯრედი. ეს სამყაროს ყველაზე ურთულესი უჯრედია. მასში კოდირებულია ადამიანის სქესი, ნიჭი, ხასიათი, სიმაღლე, თვალის და თმის ფერი, სისხლის ჯგუფი, თითების ანაბეჭდი და .. რომლებიც სიცოცხლის სხვადასხვა საფეხურზე მხოლოდ განვითარებას განიცდიან. აბორტი ფეხმძიმობის ნებისმიერ ეტაპზე ბავშვის მკვლელობაა და სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს ქალის ორგანიზმისათვის – ხშირ შემთხვევაში იწვევს ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნას.

რას გვასწავლის ეკლესია?

მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებით, რომელიც წმიდა წერილსა და წმიდა გადმოცემას ეფუძნება, ყოველი ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვისთანავე იწყება (ორთოდოქსოს მარტირია, გვ. 67). ორსულობის შეწყვეტა ნებისმიერ სტადიაში მკვლელობის ცოდვას უტოლდება. ამას ადასტურებს VI მსოფლიო კრების 91-ე კანონი: “ქალებს, რომლებიც (ორსულებს) ჩვილების მოსაკვდინებელ წამალს მისცემენ და რომლებიც თვითონ მიიღებენ მათ მოსაშორებელ საწამლავს, კაცისმკვლელთა კანონით განვაკანონებთ”. ამის შესახებ წერია წმიდა ბასილი დიდის II და VIII კანონებშიც.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი ჩვილი იესო ქრისტეს მაგალითზე დაასკვნის: “ჩასახვისთანავე ჩვილი იღებს სულს და იმავდროულად იწყება მისი სხეულის ფორმირება…”

ამავე აზრს იზიარებენ წმ. იოანე დამასკელი, წმ. სოფრონ იერუსალიმელი, წმ. გრიგოლ ნოსელი. წმ. ათანასე დიდი ტრაქტატში ადამიანის შესახებ ხაზს უსვამს, რომ სულისა და ხორცის ერთდროულად მიღება ჩვილის სწორი განვითარების პირობაა.

ზემოთქმულს ეთანხმება მეცნიერული მიღწევებიც. საბერძნეთის მეცნიერებისა და ექიმების ყრილობამ, რომელიც 1986 წელს ჩატარდა თესალონიკში, დაამოწმა, რომ ბავშვი სრულყოფილი ადამიანური ორგანიზმია ჩასახვის მომენტიდან.

ეს ცოდვა უმძიმეს ტვირთად აწვება ადამიანს, ოჯახს, მთელ ერს. ამ და სხვა ცოდვების გამოა, ზოგჯერ გაუსაძლისი რომ ხდება ჩვენი ყოფა. თუ არ შევაჩერებთ ყრმათა კვლას, უფალი არ შეაჩერებს იმ განსაცდელებს, ჩვენს ერს რომ განუწყვეტლივ ატყდება თავს. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. არ შეიძლება, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს, ღვთის წყალობის იმედი ჰქონდეს, თუკი თავისი შვილების ხოცვას არ შეწყვეტს.

რას ამბობენ ექიმები და მეცნიერები?

“როგორც ყველა მეცნიერს, რომელიც მიუკერძოებლად აკვირდება ბიოლოგიურ მოვლენებს, მეც მიმაჩნია, რომ ადამიანური არსება სიცოცხლეს იწყებს განაყოფიერების მომენტიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ასაკის ჩანასახის განადგურება ადამიანის მკვლელობის ტოლფასია“.
პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი,
უჯრედის გენეტიკის სპეციალისტი
იერონიმ ლეჟენი

* * *

“თანამედროვე ბიოლოგიის (გენეტიკის, ემბრიონოლოგიის) მიხედვით, ადამიანის, როგორც ბიოლოგიური ინდივიდუუმის სიცოცხლე იწყება ქალის და მამაკაცის სასქესო უჯრედების ბირთვების შერწყმით და ახალი ბირთვის წარმოქმნით, რომელიც შეიცავს უნიკალურ, განუმეორებელ გენეტიკურ მასალას.

მუცლისშიდა განვითარების მთელი პერიოდის მანძილზე ახალი ადამიანური ორგანიზმი არ შეიძლება ჩაითვალოს დედის სხეულის ნაწილად. არ შეიძლება მისი მიმსგავსება დედის სხეულის რომელიმე ორგანოსთან ან ორგანოს ნაწილთან. ამიტომ, ნათელია, რომ აბორტი ორსულობის ნებისმიერ პერიოდზე წარმოადგენს ადამიანის, როგორც ბიოლოგიური ინდივიდუუმის სიცოცხლის მიზანმიმართულ შეწყვეტას.”
ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ)
ბიოლოგიის ფაკულტეტის ემბრიონოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი
პროფესორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
ვ. ა. გოლიჩენკოვი 

ემბრიონოლოგიის კათედრის პროფესორი,
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
დ. ვ. პოპოვი

* * *

“განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არაა უბრალო უჯრედული მასა განსაკუთრებული, საკუთარი მახასიათებლების გარეშე. ამ სტადიაზე იგი არც ყვავილის კოკორს ჰგავს და მითუმეტეს, არც ცხოველის ჩანასახს. იგი მთლიანად და აბსოლუტურად არის ადამიანური არსების სიცოცხლე, ისეთივე სიცოცხლე, როგორც გააჩნია ახალდაბადებულ ჩვილს, ბალღს, მოზარდსა და ზრდასრულ ადამიანს. ამგვარად, აბორტის დროს იღუპება ადამაინური სიცოცხლე, ადამიანური არსებობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიცოცხლე თავისი განვითარების ყველაზე ადრეულ საფეხურზე იმყოფება“.
დოქტორი ერნსტ ჰანტი (აშშ)

* * *

“ხელოვნური აბორტის შემდეგ შესაძლებელია იყოს ინფექციის საშიშროება, ანუ მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთება, შედეგად, შესაძლებელია ქალი აღარ დაორსულდეს. ხდება ინფექციის გენერალიზებაც, როგორიც არის მაგალითად – სეფსისი. ამ დროს მოსალოდნელია ინვალიდიზაცია.

ამას გარდა, ხელოვნური აბორტის ოპერაცის დროს შესაძლებელია მოხდეს საშვილოსნოს დაზიანება – პერფორაცია ანუ გახვრეტა, რაც ოპერაციულ ჩარევას და ზოგიერთ შემთხვევებში, საშვილოსნოს ამოკვეთას საჭიროებს”.
საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოაკიმეს და ანას სახელობის
სამშობიარო სახლის დირექტორი სამკურნალო დარგში
. ბაქრაძე

რას ამტკიცებენ ფაქტები?

ჩასახვიდან 18-25 დღის (ორსულობის 3-4 კვირა) პერიოდში ჩვილს ეწყება გულისცემა.

მე-20 დღისთვის ფორმირდება ნერვული სისტემის საფუძვლები.

4 კვირისთვის ფორმირდება კუნთები და ხერხემალი.

Human embryo 5-6 weeks after fertilisation. Photo Credit - Science Photo Library

5 კვირის ემბრიონი.

5-5,5 კვირის შემდეგ ჩვილი იწყებს თავის მოძრაობას, ხოლო 6 კვირის შემდეგ კი მთელ ტანს ამოძრავებს – უკვე დაბადებული ბავშვის მსგავსად. დედა ამ მოძრაობებს გაცილებით გვიან მე-15 მე-20 კვირებზე გრძნობს. შესაძლებელია ხელებზე თითების გარჩევა.

6-7-week-old-fetus_8-9-week-pregnancy-700x468

6-7 კვირის ემბრიონი.

43-ე დღიდან უკვე შესაძლებელია ჩვილის ტვინის ენცეფალოგრამის გადაღება.

7-8-week-old-fetus_9-10-week-pregnancy

8 კვირის ემბრიონი.

ორსულობის მე-8 კვირიდან ჩვილი იწყებს თითის წოვას, ცურვას. ხოლო კი მე-9 მე-10 კვირებიდან პატარა იწყებს თვალის კაკლების მოძრაობას, ყლაპვას, სლოკინს, ამოძრავებს ენას, ღვიძავს ან ძინავს.

10-week-old-fetus_12-week-pregnancy

10 კვირის ემბრიონი.

ორსულობის მე-10 მე-11 კვირებისთვის ბავშვის ორგანიზმის ყველა სისტემა ფუნქციონირებს.

მე-11 კვირიდან რეაგირებს ხმებზე, გარე ხმაურმა შეიძება იგი გააღვიძოს.

12-week-old-fetus_14-week-pregnancy-700x467

12 კვირის ემბრიონი.

მე-11 მე-12 კვირებისთვის ჩვილს უჩნდება ფრჩხილები, მე-16 კვირითვის კი წამწამები.

ყოველივე ზემოთქმულიდან ერთადერთი სწორი დასკვნა გამომდინარეობს: აბორტი ანუ ორსულობის შეწყვეტა ნებისმიერ ეტაპზე – წინასწარგანზრახული მკვლელობაა.

zneoba.ge-ს რედაქცია